Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული შტაბის უფროსის დაკავებას ვანო მერაბიშვილი გამოეხმაურა


გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის დაკავების მეთოდს "საბჭოთა კაგებეშნიკური" უწოდა ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა. "ქართველი ოფიცრის, ქართველი გმირის კალანდაძის დაკავება ღამის სამ საათზე მინისტრის კაბინეტში არის სამარცხვინო, საბჭოთა კაგებეშნიკური მეთოდი და ამაზრზენი საქციელი" - განუცხადა სააგენტო ინფო 9-ს მერაბიშვილმა. მისივე თქმით, დამოუკიდებელ საქართველოში მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის დაკავება Facebook-ით გააპროტესტა კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილმა მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ. ის აღნიშნავს, რომ ”სამშობლოში ვაჟკაცურად დაბრუნებული” ბაჩო ახალაიას და ”15 წლის ასაკიდან ქართულ ჯარში მყოფი გიგი კალანდაძის” მიმართ ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და მოუწოდებს მათ გამხნევდნენ, რადგან ”ყველაფერი დროებითია."
XS
SM
MD
LG