Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თემურ იაკობაშვილი გადადგება აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან


აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თემურ იაკობაშვილი თანამდებობას ტოვებს. ცნობების თანახმად, ამის შესახებ განცხადება გავრცელდა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" იაკობაშვილის გვერდზე. თავის განცხადებაში იაკობაშვილი აღნიშნავს, რომ ამოწურულად მიაჩნია თავისი „მისია და საქმიანობა“. მას სჯერა, რომ ვაშინგტონში ახალი ელჩი უნდა იყოს საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენელი. „ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე ვაცნობე საგარეო საქმეთა მინისტრს და მომავალი რამოდენიმე თვის განმავლობაში საქმეების ცივილური გადაბარებთ დავკავდები" - აცხადებს იაკობაშვილი. პარლამენტმა ის 2010 წელს დაამტკიცა აშშ-ში საქართველოს ელჩად.
XS
SM
MD
LG