Accessibility links

logo-print

პაკისტანში თავდასხმა მოეწყო ადგილობრივ გასამხედროებულ ჯგუფზე


პაკისტანში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა დანაღმული სატვირთო მანქანით მოაწყო იერიში ადგილობრივ გასამხედროებულ ჯგუფზე ქვეყნის უდიდეს ქალაქ კარაჩიში. ჯგუფის წარმომადგენლის განცხადებით, დაიღუპა, სულ ცოტა, ორი და დაიჭრა 19 ადამიანი. გასამხედროებული ჯგუფი კარაჩის პოლიციას ეხმარება უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჯერ არ არის ცნობილი, ვინ მოაწყო თავდასხმა. სამხრეთ პაკისტანში მდებარე კარაჩიში ხშირია რელიგიურ, ეთნიკურ და პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირებით გამოწვეული ძალადობა.
XS
SM
MD
LG