Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მგალობლიშვილი: ნატოს სამხედრო კომიტეტმა გადადო საქართველოში ვიზიტი


ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, გეგა მგალობლიშვილის მიერ მედიისთვის მიწოდებული ცნობით, ნატოს სამხედრო კომიტეტმა გადადო საქართველოში ვიზიტი, რომელიც ნოემბრის ბოლოს უნდა გამართულიყო. მგალობლიშვილის თქმით, ვიზიტის გადადების მიზეზი მისთვის არ უცნობებიათ. ჟურნალისტების შეკითხვას, კომიტეტის გადაწყვეტილება ხომ არ უკავშირდება საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას, მგალობლიშვილმა უპასუხა, როდესაც ასეთი მასშტაბის ღონისძიების გადადება ხდება, ეს ბუნებრივია ქვეყანაში შექმნილ ვითარებას უკავშირდებაო. მისთვის ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება ვიზიტი.
XS
SM
MD
LG