Accessibility links

logo-print

პენტაგონი: ირანის სამხედრო თვითმფრინავმა ცეცხლი გაუხსნა აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავს


აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა ჯორჯ ლიტლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანის სამხედრო თვითმფრინავმა ცეცხლი გაუხსნა აშშ-ის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავს, რომელიც სპარსეთის ყურის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში გადაადგილდებოდა. ინციდენტი 1 ნოემბერს მოხდა. ამბავი ოფიციალურად 8 ნოემბრამდე არ გახმაურებულა, ვიდრე შემთხვევის შესახებ ინფორმაციამ არ გაჟონა. პენტაგონის წარმომადგენლის თანახმად, ირანის კუთვნილი თვითმფრინავი რუსული წარმოების ”სუ-25” იყო და მან რამდენჯერმე განახორციელა გასროლა ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის მიმართულებით, თუმცა, მიზანს ააცილა. უპილოტო თვითმფრინავი უვნებლად დაბრუნდა ლოკაციის ადგილზე. ჯორჯ ლიტლი აზუსტებს, რომ ამერიკული თვითმფრინავი ირანის სანაპიროდან 16 საზღვაო მილზე დაფრინავდა. საერთაშორისო საჰაერო სივრცე კი 12 მილიდან იწყება. ლიტლის განცხადებით, ვაშინგტონმა ირანს შეატყობინა, რომ გააგრძელებს საერთაშორისო საჰაერო სივრცეში სადაზვერვო ფრენას.
XS
SM
MD
LG