Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიციის ლიდერები დღეს იკრიბებიან დოჰაში


სირიის ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მიაღწიეს პროგრესს ოპოზიციის ლიდერთა წარმომადგენლობითი ჯგუფის ჩამოყალიბების საკითხზე. შემადგენლობის თაობაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება დღეს დოჰაში, კატარში. აშშ და ოპოზიციის მოკავშირეები დასავლეთსა და არაბულენოვან ქვეყნებში ემხრობიან უფრო წარმომადგენლობითი ოპოზიციური ჯგუფის შექმნას, რომელშიც შევლენ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი მეამბოხეებისა და აქტივისტების წარმომადგენლები. წარმომადგენლობითმა ჯგუფმა კოორდინაცია უნდა გაუწიოს სამხედრო მოქმედებებს, დახმარების განაწილებას და მოამზადოს გარდამავალი მთავრობა. წამყვანი ოპოზიციური ერთობა ”სირიის ნაციონალური საბჭო” შეხვედრებს მართავდა მიმდინარე კვირის განმავლობაში ახალი ლიდერების შესარჩევად. საბჭოს მიმართ არსებობს კრიტიკული დამოკიდებულება იმის გამო, რომ მასში უმრავლესად დევნილობაში მყოფი პირები არიან გაერთიანებული.
XS
SM
MD
LG