Accessibility links

logo-print

თანამდებობიდან გადადგა რუსეთის გენშტაბის უფროსი


რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა დაწერა პატაკი გადადგომის შესახებ, რომელსაც უკვე მოაწერა ხელი თავდაცვის ახალმა მინისტრმა სერგეი შოიგუმ. ამ ინფორმაციას ავრცელებს ”ნეზავისიმაია გაზეტა” სამხედრო უწყებაზე დაყრდნობით. გადადგომა საბოლოოდ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნდა დაადასტუროს. გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის გენშტაბის ახალ უფროსად გენერალ-პოლკოვნიკი ვალერი გერასიმოვი დაინიშნება. ის ახლა ცენტრალური სამხედრო ოლქის ჯარების სარდალია. მაკაროვის გადადგომის მიზეზები ცნობილი არ არის. პრესა წერს, რომ მისი გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ანატოლი სერდიუკოვის მოხსნას უკავშირდება. მაკაროვი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტსაც ითავსებს.
XS
SM
MD
LG