Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარედ ლოფნერს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა


24 წლის ჯარედ ლოფნერს, რომელმაც 2011 წლის იანვარში არიზონაში 6 ადამიანი მოკლა და დაჭრა კონგრესის წევრი გაბრიელ გიფორდსი, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ხუთშაბათს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჯარედ ლოფნერისთვის მიესაჯა შვიდგზის სამუდამო პატიმრობას პლუს 140 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა თავად გაბრიელ გიფორდსი, რომელსაც მხედველობისა და მეტყველების პრობლემა აქვს, პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელი. გიფორდსს არაფერი უთქვამს. მისმა მეუღლემ, ამერიკელმა ასტრონავტმა მარკ კელიმ კი განაცხადა, რომ თავისი ქმედებით ლოფნერმა ვერ შეძლო მიზნის მიღწევა - უფრო ბნელი და ბოროტი გაეხადა სამყარო. სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ლოფნერი დაავადებულია შიზოფრენიითა და სხვა მენტალური პრობლემების აქვს. ჯარედ ლოფნერმა აღიარა დანაშაული.
XS
SM
MD
LG