Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში იმართება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა


პრაღაში იმართება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სხდომა, რომელიც ოთხი დღე გაგრძელდება. განსახილველ საკითხებს შორის არის ირანის ბირთვული პროგრამა, კონფლიქტი სირიაში, ევროს გარშემო კრიზისი და რუსეთის საშინაო პოლიტიკა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მიწვეულია საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ის სიტყვით გამოვა ორშაბათს, ისევე როგორც ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკის და ჩერნოგორიის ლიდერები. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები არიან ალიანსის 28 წევრი სახელმწიფოს და 18 მოკავშირე ქვეყნის დელეგატები, ისევე როგორც მეთვალყურის მქონე შვიდი ქვეყნის, აგრეთვე ევროპის პარლამენტისა და ეუთოს წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG