Accessibility links

logo-print

სირიის არმიის 26 ოფიცერი თურქეთში გაიქცა


თურქეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სირიის არმიის 26 ოფიცერი, მათ შორის ორი გენერალი, თავშესაფარს სთხოვს თურქეთს. საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, რომ 71 ადამიანი, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები, თურქეთის სასაზღვრო პროვინცია ჰატაიში გადავიდნენ და თურქეთში დარჩენას ითხოვენ. ისინი მოათავსეს ბანაკში, სადაც იმყოფებიან სირიის არმიიდან გაქცეული დეზერტირები, მათ შორის ათობით გენერალი. სულ თურქეთში იმყოფება სირიიდან სამხედრო დაპირისპირების გამო გაქცეული 110 ათასზე მეტი ლტოლვილი. აქტივისტების მონაცემებით, 30 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული მას შემდეგ, რაც 2011 წლის მარტში დაიწყო ამბოხება პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG