Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა შეისწავლის თბილისში სოციალური პროექტების შეწყვეტის საკითხს


თბილისში სოციალური პროექტების შეწყვეტის საკითხს მთავარი პროკურატურა შეისწავლის - ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. მან ჟურნალისტებს წარუდგინა საკრებულოსადმი თბილისის მერიის 12 ოქტომბრის მიმართვა, რომლითაც მან მოითხოვა რამდენიმე, მათ შორის სოციალური პროგრამების დაფინანსების შემცირება. ნოდარ ხადურის განცხადებით, სწორედ თბილისის მერიამ უნდა აღადგინოს 12 ოქტომბრამდე არსებული ვალდებულებები და თავი დაანებოს მთავრობის დადანაშაულებას. ”ეს არის თბილისელების დასჯის მცდელობა, რის უფლებასაც არავის მივცემთ და საკითხს პროკურატურა შეისწავლის”, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა. რაც შეეხება მთავრობის სხდომაზე გიგი უგულავას არ დაშვებას, ფინანსთა მინისტრის თქმით, მერს სხდომის დატოვება პრემიერ-მინისტრმა მოსთხოვა, რადგან გიგი უგულავა მთავრობის წევრი არ არის და მიწვევის გარეშე დასწრების უფლება არ ჰქონდა.
XS
SM
MD
LG