Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერი არ დაუშვეს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე


საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერი არ დაუშვეს - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გიგი უგულავამ განუცხადა. მისივე თქმით, მთავრობის კანცელარიაში სოციალურად დაუცველი 600 ათასი თბილისელისთვის შეღავათების დაფინანსების განსახილველად მივიდა, თუმცა, სანაცვლოდ ჭკუა დაარიგეს და განუცხადეს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში შეტანილი არ იყო. უგულავას შეფასებით, სახელმწიფო კანცელარია ნელ-ნელა ქაჯეთის ციხეს ემსგავსება, ახალ მთავრობას კი არჩევნებიდან ორი კვირის თავზე ხალხის ბედი არ ადარდებს.
XS
SM
MD
LG