Accessibility links

logo-print

ალექსი პეტრიაშვილი: ნატოსთან თანამშრომლობა ვერ შეფერხდება


საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი იმის გამო გადაიდო, რომ მასპინძელი უწყების, ანუ გაერთიანებული შტაბის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა ჯერჯერობით არ გარკვეულა - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს აცნობა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა. მან იმედი გამოთქვა, რომ გაერთიანებული შტაბის ახალი ხელმძღვანელის დასანიშნად შეთანხმება მალე შედგება და მიღებული იქნება კომპრომისული გადაწყვეტილება. "ამის შემდეგ მოკლე დროში გადაწყდება ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტის საკითხი”, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა. პეტრიაშვილის თქმით, საქართველოსა და ნატოს შორის იმდენად მნიშვნელოვანი პროექტებია და თანამშრომლობა იმდენად ვითარდება, რომ რაიმე შეფერხება ამ მხრივ, ვერ იქნება.
XS
SM
MD
LG