Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბარამიძე: დაკავებებმა ნატოში გაწევრიანების პროცესს ზიანი უკვე მოუტანა


”დაკავებებმა დემოკრატიას, თავდაცვისუნარიანობასა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესს ზიანი უკვე მოუტანა”, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პარლამენტოს ვიცე-სპიკერმა ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ბარამიძემ. ის გამოეხმაურა საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაციის ვიზიტის გადადებას და ყურადღება გაერთიანებული შტაბის უფროსის დაკავებაზე გაამახვილა. ბარამიძის შეფასებით, კალანდაძე სასაცილო ბრალდებითაა დაკავებული. ”გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ ჩაიშალა და გაურკვეველი ვადით გადაიდო ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრთა ვიზიტი, რომელიც დიდი ხნის წინ იგეგმებოდა და ბოლო პერიოდში კონკრეტული მოსამზადებელი სამუშაოებიც მიმდინარეობდა”, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. მისივე თქმით, ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო დეკემბრის მინისტერიალის წინ, რათა საქართველოს პოტენციურად გადაედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნატოში გაწევრიანების გზაზე. თბილისში ნოემბრის ბოლოს დაგეგმილი ვიზიტის გადადების თაობაზე ”რუსთავი 2”-ს აცნობა ნატოში საქართველოს წარმომადგენელმა გრიგოლ მგალობლიშვილმა.
XS
SM
MD
LG