Accessibility links

პროკურატურამ თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა მოწმეთა 6 ჩვენება


დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საკუთარ ვებსაიტზე გამოაქვეყნა მოწმეთა 6 ჩვენება, რომლის საფუძველზეც ბრალი დაუმძიმდა თავდაცვის და შს-თა ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას. მისთვის წარდგენილ თავდაპირველ ბრალდებას, უფლებამოსილების გადამეტებას დაემატა მეორე ეპიზოდი, თავისუფლების უკანონო აღკვეთა დანაშაულის დაფარვის, სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ან ძალადობის გამოყენების მუქარით. დაზარალებული, რომლის ვინაობას პროკურატურა საჯაროდ არ აქვეყნებს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მისი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მონაწილეებად ასახელებს ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძეს, დავით ჭაკუას და ახალაის დაცვის წევრებს. ამავე ჩვენებით, დაზარალებული რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში.
XS
SM
MD
LG