Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ხორციელდება საკადრო ცვლილებები სამხედრო ხელმძღვანელობაში


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საკადრო ცვლილებებს ახორციელებს რუსეთის სამხედრო ხემლძღვანელობაში, თავდაცვის სამინისტროში კორუფციის ბრალდებებთან დაკავშირებით. დღეს პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოსტიდან გაათავისუფლა ნიკოლაი მაკაროვი და მის ნაცვლად დანიშნა ვალერი გერასიმოვი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. პუტინის განცხადებით: „თქვენ გამოცდილება გაქვთ. ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და ვისაუბრებთ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დგას შეიარაღებული ძალები, არმია, ფლოტი, ავიაცია. რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა არმიისა და ფლოტის ახალი შეიარაღება“, - განაცხადა პუტინმა შეხვედრაზე, რომელსაც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალ უფროსთან ერთად ესწრებოდა თავდაცვის ახალი მინისტრი - სერგეი შოიგუ. პუტინმა ის სამშაბათს დაასახელა თავდაცვის მინისტრად, ამ პოსტიდან ანატოლი სერდიუკოვის გათავისუფლების შემდეგ. გასულ კვირაში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები კომპანია „ობორონსერვისის“ მიერ უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთების რელიზაციისას თაღლითობის ფაქტებთან დაკავშირებით. კომპანია „ობორონსერვისი“ კი გასულ წლამდე სერდიუკოვის კონტროლს ექვემდებარებოდა.
XS
SM
MD
LG