Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, გიორგი კალანდაძეს და ზურაბ შამათავას კი - 20-20 ათასი ლარის გირაო. სხდომის დაწყებამდე აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და ბაჩო ახალაიას თავდებით გათავისუფლების შესახებ მოსამართლეს წერილობითი შუამდგომლობით მიმართეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა. წერილს 31 დეპუტატი აწერდა ხელს. მათმა ერთმა ნაწილმა, ხალხის სიმრავლის გამო, სასამართლო სხდომის დარბაზში შესვლა ვერ შეძლო. თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ გაიმართა როგორც დაკავებულთა მხარდამჭერი, ისე საწინააღმდეგო მცირერიცხოვანი აქციები.
XS
SM
MD
LG