Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აპირებს "გადაჭრით" ქმედებას მის სივრცეში შეჭრის შემთხვევაში


თეირანი აცხადებს, რომ გადაჭრით იმოქმედებს მის საჰაერო სივრცეში, საზღვაო სივრცეში ან ხმელეთზე უცხოელების შეჭრის შემთხვევაში. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ირანის შეიარაღებული ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 1 ნოემბერს ირანის სამხედრო თვითმფრინავებმა ცეცხლი გაუხსნეს აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავს, რომელიც სპარსეთის ყურის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში გადაადგილდებოდა. ირანის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გენერალმა მასუდ ჯაზაიერიმ დღეს განაცხადა, რომ „თუ უცხოეთის რომელიმე საფრენი აპარატი შეეცდება ირანის საჰაერო სივრცეში შეჭრას“, ირანის შეიარაღებული ძალები შესაბამის ზომებს მიმართავენ. ვაშინგტონმა ოფიციალური პროტესტით მიმართა ირანის ხელისუფლებას ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავზე იერიშისთვის. იუწყებიან ასევე, რომ ინციდენტის დროს საფრენი აპარატი არ დაზიანებულა.
XS
SM
MD
LG