Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოსტიდან გადადგა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი


აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი, დევიდ პეტრეუსი პოსტიდან გადადგა. პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში პეტრეუსი აღიარებს, რომ მეუღლეს უღალატა და აცხადებს, რომ ამის გამო ვეღარ შესძლებს თანამდებობაზე დარჩენას. დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე, მაიკლ მორელი შეასრულებს. პეტრეუსის გადადგომას უკვე მოაწერა ხელი პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. გავრცელებულ განცხადებაში ობამა პეტრეუსს აქებს - მას თავისი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ გენერალს უწოდებს და გამოთქვამს იმედს, რომ დაზვერვის ცენტრალური სამმართველო წინსვლას გააგრძელებს. ობამას თქმით, ის ფიქრობს და ლოცულობს პეტრეუსზე და მის მეუღლეზე. პეტრეუსი უწინ ერაყში აშშ-ის ძალებს ხელმძღვანელობდა. დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორად ის 2011 წელს დაინიშნა.
XS
SM
MD
LG