Accessibility links

logo-print

ფოთის პორტში გაფიცვა შეწყდა


ფოთის პორტში გაფიცვა შეწყდა. გაფიცული მუშა-მოსამსახურეები სამუშაო ადგილებს, მას შემდეგ დაუბრუნდნენ, რაც სახელფასო განაკვეთის 20%-იანი ზრდის პირობა მიიღეს. ახალი ამბების სააგენტო “ინტერპრესნიუსის” თანახმად და გაფიცულებს შორის ჩიხში შესულ მოლაპარაკებებში, გუშინ პარასკევს ღამით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილიც ჩაერთო. „კონკრეტული შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ პორტის თანამშრომლებს აუნაზღაურებენ გაფიცული დღეების საფასურს. ასევე, იქნება ხელფასების ზრდა 20%-ით, არა 1-ელი იანვრიდან, არამედ 1-ელი დეკემბრიდან. არის მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც შევთანხმდით პორტის ახალ ხელმძღვანელობასთან, უახლოეს მომავალში პრემიერთან ახლად შექმნილი კომისიის ფარგლებში, უფრო კონკრეტულად იქნება განხილული ეს საკითხები“,-განაცხადა კვირიკაშვილმა. ფოთის პორტში სამუშაო პროცესი, წუხელ, გვიან ღამითვე დაიწყო.
XS
SM
MD
LG