Accessibility links

სირიის ოპოზიცია ყატარში მოლაპარაკებებს განაგრძობს


ბაშარ ალ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით, სირიის ოპოზიციური ჯგუფები აგრძელებენ მოლაპარაკებას ყატარში, ახალი პროდასავლური ოპოზიციური გაერთიანების ჩამოსაყალიბებლად. აშშ-მა, ასევე მხარდაჭერებმა დასავლეთიდან და არაბული ლიგიდან მოუწოდეს სირიის ოპოზიციას, რათა შეიქმნას ფართო წარმომადგენლობის ოპოზიცია, რომელიც შეეცდება მოიპოვოს საერთაშორისო აღიარება, კოორდინაცია გაუწიოს მეამბოხეთა და აქტივისტების შეიარაღებულ ჯგუფებს სირიის შიგნით და მოემზადოს მთავრობის გადასაბარებლად. სირიის ამჟამინდელი ოპოზიციური ბლოკი, სირიის ეროვნული საბჭოს (SNC) კრიტიკის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც საბჭოდან გარიცხა რამდენიმე ოპოზიციური ჯგუფი და ვერ მოახერხა დაემყარებინა მჭიდრო კავშირები სირიის შიგნით მოქმედ მეამბოხეებთან. თუკი, ოპოზიცია გაერთიანდება, მაშინ ეროვნული საბჭო არ იქნება მასში წარმმართველი ძალა. რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პარასკევს სირიის ეროვნულმა საბჭომ, ახალ პრეზიდენტად აირჩია გეორგ სებრა, ქრისტიანი და ყოფილი კომუნისტი მოღვაწე.
XS
SM
MD
LG