Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიციის ლიდერი დასავლეთის მხარდაჭერით „იმედგაცრუებულია“


ბაშარ ალ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით, სირიის ოპოზიციური ჯგუფები მოლაპარაკებას გამართავენ ყატარში, ახალი პროდასავლური ოპოზიციური გაერთიანების ჩამოსაყალიბებლად. მანამდე, რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პარასკევს სირიის ეროვნულმა საბჭომ, ახალ პრეზიდენტად აირჩია გეორგ საბრა, ქრისტიანი და ყოფილი კომუნისტი მოღვაწე, რომელმაც განაცხადა, რომ იგი იმედგაცრუებულია საერთაშორისო მხარდაჭერის დონით. „სამწუხაროდ ჩვენ მათგან არაფერი მიგვიღია, განცხადებებისა და სიტყვიერი მხარდაჭერის გარდა,“ - განაცხადა საბრამ დოჰაში. აშშ-მა, ასევე მხარდაჭერებმა დასავლეთიდან და არაბული ლიგიდან მოუწოდეს სირიის ოპოზიციას, რათა შეიქმნას ფართო წარმომადგენლობის ოპოზიცია, რომელიც შეეცდება მოიპოვოს საერთაშორისო აღიარება, კოორდინაცია გაუწიოს მეამბოხეთა და აქტივისტების შეიარაღებულ ჯგუფებს სირიის შიგნით და მოემზადოს მთავრობის გადასაბარებლად. სირიის ამჟამინდელი ოპოზიციური ბლოკი, სირიის ეროვნული საბჭოს (SNC) კრიტიკის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც საბჭოდან გარიცხა რამდენიმე ოპოზიციური ჯგუფი და ვერ მოახერხა დაემყარებინა მჭიდრო კავშირები სირიის შიგნით მოქმედ მეამბოხეებთან. თუკი, ოპოზიცია გაერთიანდება, მაშინ ეროვნული საბჭო არ იქნება მასში წარმმართველი ძალა.
XS
SM
MD
LG