Accessibility links

სერჟანტ ბეილსის საქმეზე დახოცილი ავღანელების ნათესავმა ჩვენება მისცა


ავღანეთში მომხდარი მასობრივი ხოცვა-ჟლეტვის დროს დაღუპული რამდენიმე ადამიანი ნათესავმა ეჭვმიტანილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის საქმეზე მიმდინარე სასამართლო გამოძიებას მისცა. პროკურატურამ ამერიკელ სერჟანტ რობერტ ბეილსს 17 ადამიანის მკვლელობისა და ავღანეთში 11 მარტის ძალადობისას ჩადენილი სხვა დანაშაულებისათვის წაუყენა ბრალდებები. ერთ-ერთი მოკლულის ნათესავმა სახელად ხამალმა პარასკევს ვიდეო-ხიდის საშუალებით მისცა ჩვენებას ვაშინგტონში მიმდინარე სასამართლო გამოძიებას. მოწმის თქმით, „დახოცილებს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი“. ხამალის ჩვენებას დიდი მნიშვნელობა აქვს გამოძიებისათვის, რადგან თავდასხმის დროს დაღუპულთა უმრავლესობა სასწრაფოდ, სასამართლოს ექსპერტის მიერ გვამების შესწავლის გარეშე დაკრძალეს. ბეილსს, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, სიკვდილით დასჯა ემუქრება. ბრალდების თანახმად, 38 წლის ბეილსმა 11 მარტს დატოვა თავისი სამხედრო ბაზა ყანდაარის პროვინციაში და დახოცა ავღანელი სამოქალაქო პირები, მათ შორის ბავშვები, რის შემდეგაც ზოგი გვამი დაწვა.
XS
SM
MD
LG