Accessibility links

ნატო განმარტავს სამხედრო კომიტეტის სხდომის გადადების მიზეზს


საქართველოში ნოემბრის ბოლოს ნატოს სამხედრო კომიტეტის დაგეგმილი ვიზიტის გადადების მიზეზად ალიანსის საინფორმაციო სამსახური „საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს“ ასახელებს. თუმცა, „სამხედრო კომიტეტი განიხილავს ვიზიტის ხელმეორედ დაგეგმვის ვარიანტებს", -ნათქვამია წერილში, რომელიც „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ალიანსის პრესისა და მედიის განყოფილების პრესოფიცრის სიმონე დე მანსოსგან მიიღო. "ისევე, როგორც ყველა ასეთი ვიზიტის დროს, ნატოს სამხედრო კომიტეტის თბილისში ვიზიტის მიზანიც, საქართველოს მაღალ სამხედრო პირებთან აზრთა გაცვლა იყო. თუმცა, საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებმა ორივე მხარისთვის ამ დროისთვის გაართულა მიზანი, რომ ვიზიტისგან მიიღოს მაქსიმალური სარგებელი“, - აღნიშნულია წერილში. ალიანსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს საქართველოში დაკავებული ოფიციალური პირების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები გამოძიებულ იქნას საქართველოს კონსტიტუციის სრული დაცვით. „როგორც გენერალურმა მდივანმა ქართველ ლიდერებთან საუბრის დროს აღნიშნა, ყველა მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შემდგომი კონსოლიდაცია“,– ნათქვამია წერილში, რომელიც „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ალიანსის პრესისა და მედიის განყოფილების ოფიციალური წარმომადგენლისგან მიიღო. თუმცა, თავად ნატოს საიტზე აღნიშნული წერილი არ არის გამოქვეყნებული.
XS
SM
MD
LG