Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის ყოფილი წევრი თემურ ჟორჟოლიანი საპატიმროდან გათავისუფლდა


პარლამენტის ყოფილი წევრი თემურ ჟორჟოლიანი შაბათს დატოვა საპყრობილე ვადაზე ადრე განთავისუფლებულ სხვა 59 პატიმართან ერთად. ჟორჟოლიანი 2006 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით გაასამართლეს. გათავისუფლებულებს შორის არის ყოფილი ვიცე-პრემიერი ამირან ქადაგიშვილი, რომელიც 2004 წელს დააკავეს. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული მელორ ვაჩნაძე ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებას არ დათანხმდა. ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა. მელორ ვაჩნაძემ თავის დროზე გათავისუფლების შესახებ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში განცხადება შეიტანა, რომელიც არ დაკმაყოფილდა. ვაჩნაძემ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, რომლის გადაწყვეტილებას ციხეში დაელოდება.
XS
SM
MD
LG