Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩო ახალაიას სახელით სასამართლოში აპელაცია შევიდა


შესაბამის საჩივარს ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამ ხელი უკვე მოაწერა და იგი სააპელაციო სასამართლოს ჩაბარდა. თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის საჩივარს 72 საათის განმავლობაში განიხილავს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის, თავის მხრივ პროკურატურა. ამ შემთხვევაში საქმე ეხება გაერთიანებული შტაბის უფროსისთვის, გიორგი კალანდაძისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს. მას შემდეგ, რაც გიორგი კალანდაძე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობაზე დატოვა, გენერალურმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოში გიორგი კალანდაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით პროკურატურის შუამდგომლობა შევიდა. ეს განცხადება ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გაკეთდა. მანამდე კი ამავე საკითხზე მინიშნება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა. გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე, რომელსაც გიორგი კალანდაძეც ესწრებოდა, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ორშაბათს შესაძლოა გენერალ კალანდაძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი იქნას მიღებული.
XS
SM
MD
LG