Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა გამფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა სირიას გოლანის მაღლობების გამო


ისრაელის არმიის თანახმად, მან პირველად თითქმის 40 წლის განმავლობაში, კვირას ცეცხლი გაუხსნა სირიის ტერიტორიას. ისრაელის არმიის განცხადებით, სროლა გამაფრთხილებელი ხასიათისა იყო და წარმოადგენდა პასუხს, სირიის ტერიტორიიდან ისრაელის სამხედრო ბაზის მიმართულებით ნატყორცნ ჭურვებზე. ისრაელის ბაზა, მის მიერ, 1967 წელს, სირიის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გოლანის მაღლობზე მდებარეობს. კვირას, ადრე, სირიის არმიამ ერაყის საღზვართან მდებარე ქალაქ ალ-ბუქამალს შეუტია. ლონდონიდან მოქმედი, სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მეთვალყურეთა ცენტრად წოდებული ორგანიზაციის თანახმად, სირიის მთავრობის შვეულმფრენებმა თავდასხმა მოეწყვეს ქალაქ რას ალ-აინზე, თურქეთის საზღვართან. ეს თავდასხმა მოხდა მას მერე, რაც მეამბოხეთა თავისუფალმა სირიის არმიამ, სირიაში ქურთებით დასახლებული არეალში, სასაზღვრო პუნქტი დაიკავა.
XS
SM
MD
LG