Accessibility links

logo-print

ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს ბაჩო ახალაიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება


თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ბაჩო ახალაიასთვის აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ, ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” ახალაიას ადვოკატმა, დავით დეკანოიძემ განუცხადა, სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოში დღეს შევიდა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საჩივარს საქალაქო სასამართლო სააპელაციოს გადაუგზავნის, რომელიც ვალდებულია, საქმე მიღებიდან 72 საათში განიხილოს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა 9 ნოემბერს შეუფარდა. მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა არ გაითვალისწინა ბაჩო ახალაიას ადვოკატის შუამდგომლობა, 31 პარლამენტარის თავდებობასთან დაკავშირებით. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ახალაიას გათავისუფლების შესახებაც.
XS
SM
MD
LG