Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში მოხდა შეტაკება უშიშროების სამსახურსა და ქურთ აქტივისტებს შორის


თურქეთის სამხრეთში, პროვინცია ჯიზრეში, მოხდა შეტაკება თურქეთის უშიშიროების ძალებსა და ქურთ აქტივისტებს შორის. რამდენიმე ათასი ქურთი იყო გასული ქუჩაში და სოლიდარობას გამოხატავდა იმ ქურთი პატიმრების მიმართ, რომლებმაც შიმშილობა გამოაცხადეს. თურქეთის იმ არეალებში, სადაც უპირატესად ქურთები სახლობენ, ბოლო კვირებში დაძაბულობა დაიწყო მას მერე, რაც ორი თვის წინ სხვადასხვა ციხეში მსხდომმა პატიმრებმა შეწყვიტეს საკვების მიღება. მათ ექვსი წამყვანი პოლიტიკოსი შეუერთდა. მოშიმშილეები მოითხოვენ მთავრობისგან, ადვოკატთან შეხვედრის ნებართა მისცენ ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერს, აბდულა ოჯალანს, რომელიც ხანგძლივ სასჯელს იხდის. ბოლო 28 წელიწადში, ქურთი სეპარატისტების ბრძოლაში თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ, 40 ათასი ადამიანი დაიხოცა. თვითონ თურქეთი, აშშ და ევროკავშირი ქურთთა კომუნისტური პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნევენ.
XS
SM
MD
LG