Accessibility links

ირანის საპარლამენტო კომიტეტი ციხეში ბლოგერის სიკვდილის საქმეს გამოიძიებს


ირანის ოფიციალური,“ ირნას“ საგენტო იტყობინება, რომ საპარლამენტო კომიტეტი გეგმავს გამოიძიოს სავარაუდო წამება და შედეგად, სიკვდილი ბლოგერ სათარ ბეჰეშთისა. ცნობით, საქმეს გამოიძიებს გავლენიანი, ეროვნული უშიშროების და საგარეო პოლიტიკის კომიტეტი. ამ საქმეში ეს ირანის პირველი ოფიციალური რეაქციაა. ინფორმაცია გაავრცელა პარლამენტის ვიცესპიკერმა, მოჰამად ჰასან აბუთორაბიფანდიმ. აშშ-ში დაფუძნებულმა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა განაცხადა, რომ ირანის მთარობამ უნდა გამოაქვეყნოს ბლოგერის სიკვდილის „ საეჭვო დეტალები“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარამენტმა მოითხოვა ამ, როგორც მან უწოდა „მკვლელობის საქმის“ დეტალების გამოძიება. სანამ ბეჰეშთის დააპატირებდნენ, მან გამოაქვეყნა ბლოგი, სადაც წერდა, რომ უშიშროების სამსახურებმა ის გააფრთხილეს რეჟიმის საწინააღმდეგო შეხედულებების გამო.
XS
SM
MD
LG