Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიციურმა ძალებმა შეთანხმებას მიაღწიეს


სირიის ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც დოჰაში მართავენ შეხვედრას, საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგად, მიაღწიეს შეთანხმებას, რომ შექმნიან საერთო ხელმძღვანელ ორგანოს სახელწოდეით „ოპოზიციის და რევოლუციური ძალების სირიის ეროვნული კოალიცია“. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მისი თავმჯდომარე იქნება სუნიტი ზომიერი სასულიერო პირი, აჰმედ ალ-ხატიბი, რომელმაც ივლისში დატოვა სირია. სირიის ოპოზიციის მხარდამჭერები, მათ შორის აშშ და კატარი, ზეწოლას ახორციელებდნენ ოპოზიციაზე, რომ გაერთიანებულიყო. მათი აზრით, უფრო იოლი იქნება ამგვარი გაერთიანებული ოპოზიციის საერთაშორისო აღიარება. მეამბოხეთა და აქტივისტების კოორდინირება და გარდამავალი მთავრობისთვის მზადება.
XS
SM
MD
LG