Accessibility links

logo-print

ვარშავაში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას არეულობა მოყვა


პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას შეტაკება მოხდა. ერთმანეთს მემარჯვენე ნაციონალისტები და პოლიცია დაუპირისპირდნენ. დაშავებულია ორი პოლიციელი, იუწყებიან მასობრივი დაპატიმრებების შესახებ. არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათეულმა ათასმა ადამიანმა ვარშავის ცენტრში მსვლელობის ორგანიზება სცადა. მსვლელობის დასაწყისშივე პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს. სიტუაციის სტაბილიზებას რამდენიმე საათი დასჭირდა.
XS
SM
MD
LG