Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ნატოს მხრიდან ასეთი მკაცრი შეფასება არ მახსოვს


საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნატო ძალიან მკაცრად აფასებს საქართველოში ბოლო ხანს განხორციელებულ დაპატიმრებებს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის თხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინა ნატოს გენერალური მდივნის შესაბამისი განცხადებისთვის, სააკაშვილმა თქვა, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა კომენტარიც ზედმეტია. თუმცა, შემდეგ დასძინა, რომ არ ახსოვს, ნატოს ასე მკაცრად შეეფასებინოს საქართველოში განვითარებული მოვლენები. დღეს მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც პრაღაში ტარდება. ამ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უაღრესად შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით.
XS
SM
MD
LG