Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირისპირება მოხდა თეთრიწყაროს გამგეობასთან


ნაციონალური მოძრაობიდან პარლამენტში არჩეული დეპუტატების და ”ქართული ოცნების” მხარდამჭერთა დაპირისპირება მოხდა დღეს თეთრიწყაროს გამგეობასთან. შენობასთან იმყოფებოდნენ პავლე კუბლაშვილი, ირმა ნადირაშვილი, გოგა ხაჩიძე და დავით ბეჟუაშვილი, რომლებმაც გამგეობასთან შეკრებილ მოქალაქეებს მიმართეს შეეწყვიტათ პიკეტირება და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის მუშაობის საშუალება მიეცათ. თავის მხრივ, გამგეობის შენობასთან შეკრებილი ადამიანები აცხადებდნენ, რომ აღარ სურთ ნაციონალური მოძრაობის მმართველობა და მოითხოვენ, რომ თანამდებობები დატოვონ თეთრიწყაროს გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და სოფლების რწმუნებულებმა. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებმა წესრიგის დამყარება პოლიციას მოსთხოვეს და საბოლოოდ, როგორც სააგენტო “ინტერპრესნიუსი” იუწყება, გამგეობის თანამშრომლებმა და დეპუტატებმა შენობაში შესვლა სამართალდამცავების დახმარებით მოახერხეს. ამავე სააგენტოს ცნობით, მოგვიანებით შენობიდან გამოსული დეპუტატები აქციის მონაწილეებმა საპროტესტო შეძახილებით გააცილეს. თავის მხრივ, პავლე კუბლაშვილმა კვლავ დაგმო ზეწოლა და გამგეობის შენობის პიკეტირების ფაქტი.
XS
SM
MD
LG