Accessibility links

logo-print

ბაჩანა ახალაია გლდანის საპყრობილეში ადვოკატებმა მოინახულეს


თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია გლდანის საპყრობილეში ადვოკატებმა მოინახულეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ადვოკატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ახალაია, რომელიც ბრალს კვლავ არ აღიარებს, თავს ნორმალურად გრძნობს და მისი უფლებები დაცულია. ყოფილ მინისტრს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ადამიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. დღეს თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელმა თეა თუთბერიძემ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნა ახალაიას საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი მოწმის მანუჩარ დარასელიას ვიდეომიმართვა, რომელშიც აცხადებს, რომ გამოძიებამ ჩვენება იძულებით მიაცემინა.
XS
SM
MD
LG