Accessibility links

რასმუსენი: ალიანსი დაიცავს თურქეთს


ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ალიანსი „რაც საჭიროა, ყველაფერს გააკეთებს“ ალიანსის წევრის, თურქეთის დასაცავად. ანკარას სულ უფრო მეტად აშფოთებს სირიასთან საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ვითარება. საუბარია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონზე, სადაც ანკარა ქურთ მეამბოხეებსაც ებრძვის. პრაღში გამართულ საპარლამენტო ასამბლეაზე რასმუსენმა განაცხადა, ალიანსს „ყველა საჭირო გეგმა აქვს“ თურქეთის დაცვის უზრუნველყოფისთვისო. თურქეთი აცხადებს, რომ ნატოელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებას აწარმოებს „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტების შესაძლო განთავსებაზე, რათა თავიდან აირიდოს სირიის კონფლიქტის მის ტერიტორიაზე გავრცელება. ასეთ ფონზე, სირიის საბრძოლო თვითმნფინავმა დღეს თურქეთთან საზღვრის ახლოს დაბობმა მეამბოხეების მიერ გამაგრებული რეგიონი, რასაც სულ მცირე 6 ადამიანი ემხვერპლა. რაკეტიდან ნასწროლი ერთი ნაღმი თურქეთის ტერიტორიაზე დაეცა.
XS
SM
MD
LG