Accessibility links

logo-print

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად ისევ აირჩიეს აშშ


გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად დღეს ისევ აირჩიეს შეერთებული შტატები. გაეროს გენერალური ასამბლეის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა 47-წევრიანი საბჭოს ახალ წევრებად სამწლიანი ვადით არის არჩეული, აშშ-ის გარდა, კიდევ 17 ქვეყანა, მათ შორის გერმანია, ირლანდია, ესტონეთი, ყაზახეთი, იაპონია, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ამ, არჩეული ქვეყნების წარმომადგენლების ადამიანის უფლებათა საბჭოში მუშაობის სამწლიანი ვადა 1 იანვარს იწყება. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო აერთიანებს სულ 47 ქვეყნის წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG