Accessibility links

logo-print

გიორგი კალანდაძეს ახალი ბრალდება წარუდგინეს


საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს, გიორგი კალანდაძეს ახალი ბრალდება წარუდგინეს. კალანდაძე დღეს რამდენიმე საათი იმყოფებოდა პროკურატურაში დაკითხვაზე, რის შემდეგაც მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ კალანდაძეს წარედგინა ახალი ბრალდება, რომელიც, ისევე როგორც წინა ბრალდება, გულისხმობს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას. ადვოკატის, გოგიტა გაბაიძის ინფორმაციით, ახალი ბრალდება ეხება 2010 წლის 18 თებერვლის ეპიზოდს: "ბრალდება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. საქმე ეხება 19 ამბოხებულ ჯარისკაცს, რომელსაც მიუთითეს, რატომ არ ვარჯიშობთო და გიორგი კალანდაძეს აბრალებენ, რომ ავარჯიშა და ა.შ., თურმე ეს დანაშაულად ითვლება", განაცხადა ადვოკატმა. 9 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გენერალი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის მეთაური შამათავა გირაოთი გაათავისუფლა, 11 ნოემბერს კი მათ უფლებამოსილება შეუჩერა.
XS
SM
MD
LG