Accessibility links

logo-print

ბაჩო ახალაიას ბრალი წაუყენეს წამების მუხლითაც


ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას ორშაბათს ბრალი წაუყენეს წამების მუხლითაც. ცნობების თანახმად, შესაბამისი მასალები მთავარ პროკურატურაში გადასცეს მის ადვოკატს, დავით დეკანოიძეს. როგორც დეკანოიძემ უთხრა ჟურნალისტებს, ის ჯერ საქმის მასალებს არ იცნობს, თუმცა, იცის, რომ საქმეში გაჩნდა ახალი ეპიზოდი, რომელიც ეხება თავდაცვის სამინისტროში ახალიას მუშაობას. ახალი ეპიზოდის მიხედვით, ახალაიას ბრალი წაუყენეს 143-ე და 144-ე პრიმა მუხლებით. 143-ე მუხლი გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ხოლო 144-ე პრიმა მუხლი - წამებას. დეკანოიძე აცხადებს, რომ უფრო ვრცელ კომენტარს გააკეთებს ჟურნალისტებისთვის მასალების დეტალურად გაცნობის შემდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ბაჩო ახალაიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
XS
SM
MD
LG