Accessibility links

logo-print

სპარსეთის ყურის ქვეყნებმა აღიარეს სირიელ ოპოზიციონერთა კოალიცია


„სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს“ განცხადებით, მისმა წევრმა ექვსმა ქვეყანამ გადაწყვიტა, სირიელი ხალხის კანონიერ წარმომადგენლად აღიაროს სირიელი ოპოზიციონერების მიერ კვირას ჩამოყალიბებული ახალი კოალიცია. "სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო" აერთიანებს საუდის არაბეთს, ბაჰრეინს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ომანს, კატარს და კუვეითს. საბჭოს გენერალური მდივნის, აბდულატიფ ალ-ზაიანის განცხადებით, ბლოკის წევრები მზად არიან, მხარდაჭერა გაუწიონ სირიელთა ეროვნულ კოალიციას, „სირიელი ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად“. „სირიელთა ეროვნულ კოალიციაში“ შედიან პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგეთა მთელი რიგი ორგანიზაციები, რომლებიც კვირას შეთანხმდნენ ოპოზიციონერთა ფართო კოალიციის შექმნაზე. ამ შეთანხმებას უკვე მიესალმნენ შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა ქვეყნები. რუსეთმა სირიელთა ახალ კოალიციას მოუწოდა, მოლაპარაკება გამართოს სირიის მთავრობასთან და უარყოს უცხოეთის ზეგავლენა.
XS
SM
MD
LG