Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა დანიშნა ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი წევრები


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე ახალი წევრი დანიშნა სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა პრეზიდენტის საბჭოში. ეს ნაბიჯი მოჰყვა საბჭოს დატოვებას პუტინის ზოგი ოპონენტის მიერ - 15 ცნობილმა უფლებადამცველმა, მათ შორის ლიუდმილა ალექსეევამ, საბჭო დატოვა პროტესტის ნიშნად გასული წლის დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ოპოზიციის შეფასებით, არჩევნების შედეგები გაყალბდა. ლიუდმილა ალექსეევას აზრით, რუსეთს სჭირდება სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი საბჭო.
XS
SM
MD
LG