Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა გაჩხრიკეს დევიდ პეტრეუსის ყოფილი საყვარლის სახლი


ამერიკული მედიის ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა გაჩხრიკეს გამოძიების ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორის დევიდ პეტრეუსის ყოფილი საყვარლის სახლი. ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მდებარე პოლა ბროდველის სახლში ორშაბათს ღამით რამდენიმე აგენტი შევიდა. გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა დაადასტურა ფაქტი, თუმცა, არ განუმარტავს - რას აკეთებდნენ ისინი იქ. დევიდ პეტრეუსი გამოძიების ცენტრალური სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან გასულ პარასკევს გადადგა მას შემდეგ, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოააშკარავა პეტრეუსის ქორწინების მიღმა სასიყვარულო ურთიერთობა მისი ბიოგრაფიის ავტორ პოლა ბროდველთან. ფედერალური ბიურო იკვლევს - ხომ არ იყო ეს ურთიერთობა სარისკო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
XS
SM
MD
LG