Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ოპოზიცია გააგრძელებს ბრძოლას ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ


უკრაინის ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ ბრძოლას პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ. ორშაბათს უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილ ათასამდე მხარდამჭერს ოპოზიციის ლიდერებმა განუცხადეს, რომ მოითხოვენ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომასა და იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას. ორიოდე დღის წინ უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები. იანუკოვიჩის პარტიამ და მისმა მოკავშირეებმა შეინარჩუნეს საპარლამენტო კონტროლი უკრაინის 450 მანდატიან პარლამენტში. ევროკავშირმა გააკრიტიკა უკრაინის საპარლამენტო არჩევნები ხმების დათვლის პროცესის გაჭიანურებისა და სხვა დარღვევების გამო.
XS
SM
MD
LG