Accessibility links

საბერძნეთს გაუხანრგძლივეს რეფორმებისთვის დაწესებული ვადა


ევროზონის ფინანსთა მინისტრები ბრიუსელში შეკრებაზე ვერ შეთანხმდნენ საბერძნეთისთვის ამ ეტაპზე მეტი თანხის გამოყოფაზე. ევროზონის ფინანსთა მინისტრები და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საბერძნეთისთვის რეფორმების გასატარებლად ვადის გაგრძელების საკითხზე. თუმცა, საბოლოოდ შეთანხმდნენ საბერძნეთის ეკონომიკის რეფორმირებისთვის ვადის ორი წლით, 2016 წლამდე გაგრძელებაზე. საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა დამატებით ეკონომიკურ ზომებს და მიიღო 2013 წლის შეზღუდული ბიუჯეტი. საერთაშორისო ორგანიზაციები საბერძნეთს 240 მილიარდი ევროს დახმარებას დაპირდნენ. ქვეყანამ დღემდე მიიღო 150 მილიარდი ევრო. საბერძნეთის მოსახლეობის მეოთხედი უმუშევარია.
XS
SM
MD
LG