Accessibility links

მიმდინარეობს გამოძიება ავღანეთში აშშ-ის ჯარების სარდლის ქმედებებთან დაკავშირებით


ცნობების თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის მიზანიც არის დაადგინოს, რა კავშირი ჰქონდა ავღანეთში აშშ-ის ჯარების სარდალს, გენერალ ჯონ ალენს ქალთან, რომელიც დაკავშირებულია დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ყოფილი დირექტორის, დევიდ პეტრეუსის გარშემო სკანდალთან. შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, გამომძიებლებმა მოიპოვეს გენერალ ალენსა და ვინმე ჯილ კელის შორის კომუნიკაციის ამსახველი მასალა - ერთმანეთისათვის 2010-2012 წლებში მიწერილი ათასობით გვერდი. ჯილ კელი არის პეტრეუსების ოჯახის მეგობარი, რომელსაც, ცნობების თანახმად, მუქარის წერილებს უგზავნიდა პოლა ბროდუელი - პეტრეუსის ყოფილი საყვარელი. ბროდუელთან პეტრეუსის ურთიერთობის გამოაშკარავებას მოჰყვა პეტრეუსის გადადგომა შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის პოსტიდან.
XS
SM
MD
LG