Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებამ შეიწირა, სულ ცოტა, ორი ადამიანი


პაკისტანში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, ორი და დაიჭრა 10-მდე ადამიანი. აფეთქება სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციაში მოეწყო და, სავარაუდოდ, მიმართული იყო პაკისტანის მთავრობის მომხრე შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ. პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ აფეთქება დისტანციური მართვის მოწყობილობით განხორციელდა მაშინ, როცა გზაზე უნდა ჩაევლო საზღვრის დამცველების გასამხედროებული ჯგუფის ბადრაგს. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG