Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთის ლიდერი მკაცრად აკრიტიკებს ინგუშ კოლეგას


ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა მკაცრად გააკრიტიკა მეზობელი ინგუშეთის ლიდერი, იუნუს-ბეკ ევკუროვი. ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას, კადიროვმა განაცხადა, რომ გადაჭრით ეწინააღმდეგება იევკუროვის პოზიციას სპეცოპერაციების დროს მოკლული ტერორისტების დასაფლავების საკითხში. იევკუროვმა გასულ კვირაში თავის ბლოგში დაწერა, რომ დაღუპული ტერორისტების გვამები ოჯახებს უნდა დაუბრუნდეს მათი ისლამური რიტუალით დასასაფლავებლად, რათა არ გაჩნდეს უკმაყოფილება დაღუპულების ახლობლებში. კადიროვმა, ამ პოზიციის კრიტიკისას, მოიშველია ჩეჩნეთის დიდი მუფთის, სულტან მირზაევის განცხადება, რომ არ შეიძლება ტერორისტების მუსლიმურ სასაფლაოებზე დაკრძალვა, რადგან ისინი არიან კრიმინალები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო მუსლიმებთან.
XS
SM
MD
LG