Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ გამოსცადა ანტისაჰაერო თავდაცვის ახალი სისტემა


ირანმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დროს წარმატებით გამოსცადა ანტისაჰაერო თავდაცვის ახალი სისტემა. ირანის მედიის ცნობით, ახალი სისტემა შექმნილია ამერიკული „ჰოუკის“ ტიპის სისტემის მოდელის მიხედვით და ის წარმოადგინეს ირანში შაბათს დაწყებული სამხედრო წვრთნების მეორე დღეს. ოფიციალური პირების თქმით, წვრთნების მიზანია იმათი გაფრთხილება, ვინც ემუქრება ისლამურ რესპუბლიკას. ხმელეთი-ჰაერის ტიპის ახალი სარაკეტო სისტემის სახელწოდებაა „მერსადი“, რაც ნიშნავს საფარს. დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ ამ ცნობებს.
XS
SM
MD
LG