Accessibility links

logo-print

სააკაშვილმა ბრიუსელში მთავრობასთან მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრა


ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარე ჯოზეფ დულთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობასთან ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრა, - ამის შესახებ “ფეისბუკზე“ პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება. მიხეილ სააკაშვილმა მთავრობასთან ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრის დელეგაციის წევრები, რომლებიც ასევე იმყოფებიან ბრიუსელში, შეხვედრებისას, საქართველოში ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესსაც შეეხებოდნენ. ქვეყნის პირველმა პირმა ყველას მოუწოდა, შესაბამისად გამოიყენონ მთავრობის გადაბარების დემოკრატიული პროცესი, რადგან ამით ევროპას დამატებითი სტიმული მიეცა, რაც აუცილებლად უნდა აისახოს ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს სასარგებლოდ. პრეზიდენტის განცხადებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ყველას ინტერესია და ახლა, როგორც არასდროს, ინტენსიური მუშაობაა საჭირო.
XS
SM
MD
LG