Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი რამდენიმე თალიბ პატიმარს გაათავისუფლებს


პაკისტანური და ავღანური წყაროები იუწყებიან, რომ პაკისტანი დათანხმდა რამდენიმე თალიბი მებრძოლის გათავისუფლებას. მოლაპარაკება ავღანეთის მშვიდობის უმაღლეს საბჭოსა და პაკისტანის ოფიციალურ პირთა შორის მიმდინარეობდა. ავღანეთის დელეგაცია, რომელსაც სალაჰადინ რაბანი მეთაურობს, ცდილობდა მიეღწია თალიბი მეთაურის, მულა აბდულ განი ბარადარის გათავისუფლებისათვის, რომელიც პაკისტანის ქალაქ კარაჩიში დააკავეს 2010 წელს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, იქნება თუ არა ბარადარი გათავისუფლებულთა შორის.
XS
SM
MD
LG